რომი-ქუთაისის ავიარესი, რომელსაც Wizzair -ი ახორციელებდა, დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა.
თვითმფრინავს დაფრენა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში უნდა განეხორციელებინა. ამის შესახებ რეისის მგზავრები სოციალურ ქსელში წერენ.
ჯერჯერობით უცნობია რა გახდა თვითმფრინავის თბილისში დაჯდომის მიზეზი.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, თვითმფრინავი ქუთაისის აეროპორტში უამინდობის გამო ვერ დაჯდა და პილოტებმა თბილისში გამოფრენის გადაწყვეტილება მიიღეს.
