LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომის პაპი ბიუჯეტურ პიკაპზე გადაჯდა

72
romis-papi-nisan

რომის პაპი საზოგადოებაში თავისი ახალი ავტომობილით გამოჩნდა. მოდელი ძველი პიკაპის Nissan NP300-ის ბაზაზეა აწყობილი.

კათოლიკური ეკლესიის მეთაურისთვის შექმნილი მოდიფიკაცია სტანდარტულისგან იმით განსხვავდება რომ ძარაზე გამჭირვალე გადახურვა აქვს დამონტაჟებული. მისი დანიშნულება უამინდობისგან დაცვაა და ასევე, მოძრაობის დროს პაპი სწორედ მას ეყრდნობა.

ყველა ცვლილება, რომელიც ავტომობილს შეეხო – ვატიკანის მოთხოვნით განხორციელდა. „პაპამობილის“ განახლებას დაახლოებით სამი თვე დასჭირდა.

60-იან წლებში პონტიფიკის ნახვა გადაკეთებულ Lincoln Continental-ში იყო შესაძლებელი, მოგვიანებით ის Mercedes-Benz S-Class-ში გადაჯდა. იყო დრო როცა, პაპი M-კლასშიც შეამჩნიეს. Nissan-ის პიკაპი კი ისტორიაში პირველი იაპონური პაპამობილია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები