LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომის პაპი ფრანცისკე მშობლებს მოუწოდებს არ უარყონ შვილები თუ ისინი, გეები არიან

97
რომის პაპი ფრანცისკე

რომის პაპი ფრანცისკე მშობლებს მოუწოდებს არ უარყონ შვილები თუ ისინი, გეები არიან. მისი განცხადებით, „ლგბტქ ბავშვები ღმერთს ისეთები უყვარს, როგორებიც არიან“.

„არასოდეს დაგმოთ ისინი“, – თქვა რომის პაპმა.

კათოლიკური საეკლესიო სწავლება მოუწოდებს, რომ გეი მამაკაცებსა და ლესბოსელებს პატივი სცენ და უყვარდეთ, მაგრამ ჰომოსექსუალურ აქტივობას „შინაგანად მოუწესრიგებლად“ მიიჩნევს.

პაპმა ფრანცისკემ 2013 წელს განაცხადა „ვინ ვარ მე, რომ განვსაჯო?“. რომის პაპი ამ განცხადებით შეეცადა ეკლესია უფრო გახსნილი ყოფილიყო ადამიანების მიმართ.

„თუ ადამიანი გეია და ღმერთს ეძებს, მე ვინ ვარ, რომ ის განვსაჯო? კათოლიკე ეკლესიის მოძღვრება ამას ძალიან კარგად ხსნის: გეები არ უნდა იყვნენ გარიყულნი, პირიქით, ისინი უნდა ინტეგრირდნენ საზოგადოებაში“, – განაცხადა რომის პაპმა 2013 წელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g