რომის პაპი ფრანცისკე თბილისში, თემქაზე მოხუცთა თავშესაფარს მოინახულებს. როგორც “ფორტუნას” პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს, რომის პაპის ვიზიტის პროგრამა უკვე გაწერილია. იგი თბილისს 30 სექტემბერს ეწვევა. იმავე დღეს რომის პაპი საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს და საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდება. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, რომის პაპი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს მოინახულებს და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ლიტურგიას აღავლენს. პაპი ფრანცისკე, თბილისიდან 2 ოქტომბერს აზერბაიჯანში გაემგზავრება.