რომის პაპმა ფრანცისკემ წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ მორწმუნეებს მიმართა.
„მოდით, ნუ გავჩერდებით, ვილოცოთ უკრაინისთვის და პალესტინისა და ისრაელისთვის, სადაც მძიმე სიტუაციაა და ასევე, სხვა რეგიონებისთვის, სადაც ომია.
ღაზაში უზრუნველყოფილ უნდა იქნას ჰუმანიტარული დახმარების შესვლა და მძევლები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ. ნურავინ მიატოვებს იარაღის გაჩუმების შესაძლებლობას. დაე, ცეცხლი შეწყდეს, ომი ყოველთვის დამარცხებაა – ყოველთვის, ყოველთვის“, – აღნიშნა რომის პაპმა.