„ომი, ნებისმიერი ომი, რომელიც არის მსოფლიოში, მარცხია”,- ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა.
მან კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება და მწუხარება იმის გამო, რაც ისრაელსა და პალესტინაში ხდება.
„ძალიან შეშფოთებული ვარ, ვწუხვარ. ვლოცულობ ყველა დაზარალებულისთვის, მძევლისთვის, დაჭრილისთვის, მსხვერპლისა და მათი ოჯახებისთვის..
ძალიან შეშფოთებული ვარ ღაზაში არსებული მძიმე ჰუმანიტარული სიტუაციით. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ სივრცეების გახსნისკენ, ჰუმანიტარული დახმარების გაგრძელებისა და მძევლების გათავისუფლებისკენ..
მე ასევე ვფიქრობ წამებულ უკრაინაზე. ომი, ნებისმიერი ომი, რომელიც არის მსოფლიოში, მარცხია. ომი ყოველთვის დამარცხებას ნიშნავს, ეს არის ადამიანთა საძმოს განადგურება. ძმებო, შეჩერდით! შეჩერდით!” – აღნიშნა პაპმა.