რომის პაპი ფრანცისკე, მალე ახალ წიგნს გამოაქვეყნებს, სადაც ის სამღვდელოებაში ჰომოსექსუალების არსებობაზე წერს. “ეს არის ის რაც მაწუხებს”, ამბობს პაპი და აღნიშნავს, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი ჰომოსექსუალიზმს, მოდურად მიიჩნევს.
იტალიური გამოცემა Corriere della Sera’s წიგნის ნაწყვეტებს ექსპერტებთან ერთად განიხილავს. როგორც ამ ინტერვიუებიდან იკითხება, პაპი ფრანცისკე სერიოზულ საკითხად მიიჩნევს, სემინარიაში და სხვა ტიპის სასულიერო დაწესებულებების კედლებში, ჰომოსექსუალების არსებობას.
წიგნი, რომელიც 4 საათიანი საუბრის შედეგად დაიწერა, მომავალ კვირას გამოქვეყნდება 10 ენაზე. მისი ესპანური სახელწოდებაა “La Fuerza de la vocacion,” (“მოვალეობის ძალა”).
ფრენცისკემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ვატიკანის განცხადებები იმის შესახებ, რომ ყურადღება უნდა მიექცეს სემინარებში მამაკაცების შერჩევას და განაცხადა, რომ “ჩვენ ძალიან უნდა ვიზრუნოთ ადამიანზე და მის ემოციურ სიმწიფეზე”, როცა მომავალ სასულიერო პირებს ვზრდით.
მისივე თქმით, კანდიდატები, რომლებსაც ნევროზი და ძლიერი ფსიქიკური აშლილობა აქვთ, არ უნდა მიიღონდ არც მღვდლად და არც სხვა პოზიციაზე.
ამასთან პაპი აღნიშნავს, რომ ეკლესია ყოველთვის უნდა ზრუნავდეს ჰომოსექსუალებზე, როგორც საზოგადოების ნაწილზე და ღმერთის შვილებზე.
შეგახსენებთ, კათოლიკური სწავლება, ჰომოსექსუალიზმს ცოდვად განიხილავს.ამასთან, პონტიფიკოსად ფრანცისკეს არჩევის შემდეგ ბევრს გაუჩნდა იმედი, რომ ამ მიდგომის ლიბერალიზება მოხდებოდა.
„ვინ ვარ მე, რომ ჰომოსექსუალები განვიკითხო?!“, – განაცხადა ფრანცისკემ 2013 წელს.