LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომის პაპის Fiat 500L აუქციონზე ზუსტად 11 წუთში გაიყიდა

63

კომპაქტვენი Fiat 500L , რომლითაც რომის პაპი გადაადგილდებოდა ამერიკაში ვიზიტის დროს, აუქციონზე 82ათას დოლარად ზუსტად 11 წუთში გაიყიდა. ამის შესახებ გამოცემა New York Post წერს.

აუქციონი ფილადეფიაში გამართულ საავტომობილო გამოფენაზე ჩატარდა, სადაც ცნობილი ავტომობილი მაიკლ და ქეით ჩეპმენებმა წარადგინეს. როგორც ირკვევა, ისინი სწორედ იმ ავტოსალონის მფლობელები არიან, საიდანაც  ამ ავტომობილის ქირაობა მოხდა.

ავტომობილში გადახდილი თანხა კათოლიკური ეკლესიის კეთილდღეობას მოხმარდება.

 

https://www.youtube.com/watch?v=0YlsmP4Au-M

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები