LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომის პაპის მორიგი ავტომობილი ამერიკული ელექტროქარი გახდება

72
paparomenews

რომის პაპის ფრანცისკეს შემდგომი ავტომობილი ამერიკული ელექტროქარი Fisker გახდება. ახალი „პაპამობილის“ შექმნის შესახებ კომპანიის დამაარსებელმა ჰენრიკ ფისკერმა ვატიკანში ვიზიტის დროს განაცხადა. პონტიფიკი კროსოვერის ერთ–ერთ პირველ სერიულ ეგზემპლარს მიიღებს, სავარაუდოდ 2022 წლის შემოდგომაზე.

ელექტრომობილი Fisker Ocean მისი უწმინდესობის ავტოფარეხში პირველი ელექტროქარი იქნება. პონტიფიკის საჭიროებებისთვის კროსოვერს განაახლებენ, სალონს გადააკეთებენ, რათა პაპმა მრევლთან მისალმება შეძლოს, ანუ სახურავს მოხსნიან და აამაღლებენ.

Fisker–მა ჯერ–ჯერობით „პაპამობილის“ წინასწარი ჩანახატი გაავრცელა და დიზაინერებისა და გრაფიკული რედაქტორის ნამუშევარი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. თუმცა, კომპანიას საკმარისი დრო აქვს იმისთვის, რომ პონტიფიკის ელექტრომობილი ბევრად უფრო მიმზიდველი გახადოს, რადგან სერიული წარმოების დაწყება მხოლოდ 2022 წლის ნოემბერში იგეგმება.

ჰენრიკ ფისკერმა დააზუსტა, რომ პაპის ავტომობილი ნამდვილად განსაკუთრებული იქნება, სალონს ეკოლოგიურად სუფთა მატერიალით დაამზადებენ და გარემოს ამ კუთხითაც არ დააბინძურებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g