რომის პაპი ფრანცისკე მორწმუნეებს მოუწოდებს საქართველოში დამანგრეველი მეწყრის შედეგად დაზარალებულთათვის ილოცონ.
პაპმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს პატრიარქის ილია მეორის გვერდით დგას.
„მე ჩემს ძმასთან, საქართველოს პატრიარქთან, ილია მეორესთან ახლოს ვარ”, – დასძინა რომის პაპმა.
რომის პაპმა პორტუგალიაში ვიზიტისას გამოსვლაში მხარდაჭერა გამოხატა დაღუპულთა ოჯახებისა და სამძებრო-სამაშველო ჯგუფების მიმართ.