LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომის პაპს Lamborghini აჩუქეს

41

რომის პაპს Lamborghini აჩუქეს. სუპერქარების იტალიელმა მწარმოებელმა პაპ ფრანცისკეს Huracan-ის კუპეს განსაკუთრებული ვერსია გადასცა. თუმცა, პონტიფიკი ძვირადღირებული ავტომობილით სიარულს არ აპირებს და მოდელს sotheby’s აუქციონზე გაყიდიან. შემოსული თანხა მთლიანად ქველმოქმედებას მოხმარდება, კერძოდ კი მიგრანტი ქალების დახმარების ფონდში გადაირიცხება. ავტომობილი პაპს პირდაპირ რეზიდენციასთან მიართვეს, მანაც საჩუქარი დალოცა და საბარგულზე ავტოგრაფიც დატოვა.

აღსანიშნავია, რომ Lamborghini Huracan V10 5,2 ლიტრის მოცულობის ძრავითაა აღჭურვილი და მას 610 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე კი 325 კმ/სთ-ს შეადგენს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები