LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდო ანჯელინა ჯოლისთან ერთად თურქულ სერიალში მიიღებს მონაწილეობას

111

მადრიდის „რეალის“ ფორვარდ კრიშტიანო რონალდოს ანჯელინა ჯოლისთან ერთად თურქულ სერიალში გადაიღებენ.

სიუჟეტი სირიელი ოჯახის გარშემო განვითარდება, რომლებიც სამშობლოს ტოვებენ და თავშესაფრის საძებნელად თურქეთში მიდიან. პროექტის სახელწოდება „სიცოცხლის ხიდი“ იქნება და ამ დროისთვის მისი სამი სეზონია დაანონსებული.

გადაღებები მარტში დაიწყება. კონკრეტულად ვის როლს შეასრულებენ ანჯელინა და კრიშტიანო, უცნობია.

„ოქროს ბურთის“ ოთხგზის მფლობელი რონალდო სირიელი და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნების ბავშვების დასახმარებლად არაერთ საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობდა. 2016 წელს ის პალესტინაში წლის ადამიანად დაასახელეს.

დეკემბერში რონალდომ აღიარა, რომ ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ სურს თავი სამსახიობო კარიერას მიუძღვნას.

ანჯელინა ჯოლი, რომელიც დევნილების უფლებების ერთ-ერთი ყველაზე თავგამოდებული დამცველია, ამ საკითხისადმი დაინტერესებას ახალი გზით გეგმავს. ანჯელინა გაეროს კეთილი ნების ელჩია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g