LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდო ცნობილებს შორის შემოსავლებით მეოთხეა

13

კრიშტიანო რონალდომ მეოთხე ადგილი დაიკავა ყველაზე მაღალანაზღაურებად ცნობილ ადამიანებს შორის Forbes-ის ვერსიით.
კრიშტიმ ისევ აჯობა მესის.

პირველ ადგილზე გავიდა ამერიკელი პოპმომღერალი ტეილორ სვიფტი, რომელმაც 2015 წელს 170 მლნ დოლარი იშოვა. მეორეა ბრიტანული ჯგუფი One Direction (110 მლნ), მესამეზეა – მწერალი ჯეიმს პატერსონი (95 მლნ).

რონალდომ 2015 წელს 88 მლნ დოლარი გამოიმუშავა. ამ თანხაში შედის კლუბიდან შემოსავლები და სარეკლამო კონტრაქტები: 53 მლნ მლნ დოლარი – ხელფასი ”რეალში” და სხვადასხვა ბონუსები, 35 მლნ – შემოსავლები სასპონსორო კონტრაქტებიდან და რეკლამიდან.

პირველ ათეულში ლეო მესიც მოხვდა. მის ანგარიშზე 81.5 მლნ დოლარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები