ტრიბუნაზე მაშინ ყოფნა, როდესაც მოედანზე მსოფლიოს ორი საუკეთესო ფეხბურთელი თამაშობს, უსაფრთხო არ არის.
ქსელში გამოჩნდა ვიდეო, რომელიც ”სევილიას” კარის უკნიდან არის გადაღებული. მადრიდის ”რეალის” ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდო კი პენალტს ურტყამს. პორტუგალიელის დარტყმის შემდეგ ბურთი ხარიხას სცდება და გულშემატკივარს ხვდება, რომელიც ვიდეოს იღებდა. ირკვევა, რომ დაზარალებული ”სანტიაგო ბერნაბეუზე” კანადიდან ჩავიდა და მიუხედავად ჩალურჯებებისა, მაინც კარგი მოგონებები გაყვება ესპანეთის დედაქალაქიდან.
შეგახსენებთ, ”რეალი”-”სევილიის” მატჩი 20 მარტს შედგა და ”სამეფო გუნდმა” 4:0 მოიგო.
ცოტა ხნის წინ კი გულშემატკივარი ქალბატონი დააზარალა ლეო მესიმ ”ვილიარეალთან” შეხვედრისას, როდესაც მესის დარტყმულმა ხელი მოტეხა ახალგაზრდა მანდილოსანს.