ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო თავის საცოლე ჯორჯინა როდრიგესთან ერთად ეკლესიაში მივიდა და სავარაუდოდ ჯვრისწერის ცერემონიის ამბები გაარკვია. საუბარია ტურინში მდებარე ტაძარ „გრან მადრე დი დიო“-ზე.
როგორც ამბობენ, წყვილი ქორწინებისთვის ადგილს ეძებს.
გრან მადრე დი დიო
რონალდო აქამდე ოფიციალურად ქორწინებაში არ ყოფილა. 2011-2015 წლებში ის რუს მოდელ ირინა შეიკს ხვებოდა. როდრიგესს სუპერვარსკვლავი 2016 წლიდან ხვდება, წყვილს საერთო შვილიც ჰყავს. ისინი ასევე სუროგატი დედისგან გაჩენილ რონალდოს სამ შვილს ზრდიან.


