მადრიდის „რეალის“ ვარსკვლავის კრიშტიანო რონალდოს შესაძლო რომანის შესახებ მაროკოელ კიკბოქსერთან „დეილი მეილი“ წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ფეხბურთის ვარსკვლავის ახალი რომანის შესახებ ცნობები ესპანურ მედიაში გაჩნდა, ჟურნალისტები ამტკიცებენ, რომ რონალდუ მაროკოში ჰარის მოსანახულებლად ხშირად ჩადის.
ფრანგმა ტელეწამყვანმა, დანიელ რიოლომ კი გადაცემა „Touche pas a mon sport“-ის ეთერში განაცხადა, რომ რონალდო და მისი დიდი ხნის მეგობარი ბადრ ჰარი მხოლოდ მეგობრები არ არიან, მათ ხშირად ხედავენ ერთად, „რეალის“ ხელმძღვანელები კი მიიჩნევენ, რომ რონალდოს „მეგობრობა“ ჰარისთან ფეხბურთელის თამაშზე ცუდად აისახება.
არის თუ არა სიმართლე რონალდოს რომანი მამაკაცთან, დაზუსტებით არავინ იცის, თუმცა ამ დრომდე ფეხბურთელი ერთ-ერთ ყველაზე მექალთანე მამაკაცად მიიჩნეოდა – მისი რომანი რუს მოდელთან, ირინა შეიკთან სწორედ რონალდოს ღალატის გამო დასრულდა.