კრიშტიანო რონალდო ”ინსტაგრამზე” ყოველი პოსტის განთავსებისთვის 400 000 ევროს იღებს.
პორტუგალიელი სოციალური ქსელის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მომხმარებელია. მას ინსტაგრამზე 106 მილიონი გამომწერი ჰყავს და ამიტომაც, სარეკლამო პოსტებიდან სერიოზულ თანხასაც იღებს.
პორტუგალიელი ვარსკვლავი ამ მაჩვენებლით საპატიო მესამე ადგილს იკავებს.
ყველაზე მეტს სოც-ქსელში მომღერალი სელენა გომესი გამოიმუშავებს – ერთ პოსტზე 550 000 ევროს. მეორე ადგილზე 500 000 ევროიანი შემოსავლით კიმ კარდაშიანია.
გარდა ამისა, პორტუგალიელის შემოსავალი ”ნაიკთან” გაფორმებული კონტრაქტიდან 50 მლნ ევროს შეადგენს.