კრიშტიანო რონალდომ ვარჯიშზე ტვერკი შეასრულა.
როგორც ჩანს, მაილი საირუსი მოსვენებას არ აძლევს პორტუგალიელ ვარსკვლავს.
ფეხბურთელის Instagram-ის გვერდზე სახალისო ვიდეო გამოჩნდა. რგოლში რონალდო ნაკრების ვარჯიშზე ჯამბაზობს და ცეკვას ასრულებს, რომელიც ძალიან წააგავს ტვერკს.
ბოლო ხანს ტვერკი დიდ პოპულარობას იძენს ცნობილ ადამიანებში. ნახსენები მაილის გარდა, ცოტა ხნის წინ სერიოზულმა ქალბატონმა ადელმაც კი სცადა კონცერტზე ეს ცეკვა შეესრულებინა.