მადრიდის ”რეალის” მთავარ თავდამსხმელ კრიშტიანო რონალდოს მეექვსე სეზონია ზედიზედ 40 გოლზე ნაკლები არ გააქვს.
გარდა ამისა, პორტუგალიელმა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფებში ჩატარებული მატჩების რეკორდი დაამყარა. ახლა მას 57 თამაში ერიცხება და ერთით უსწრებს ”ბარსელონელ” ჩავის.
ამ შედეგს ცოცხალმა ლეგენდამ ლიგაზე ”რომასთან” 2:0 მოგებულ შეხვედრაში უწია (ერთი შეაგდო).
რონალდოს ამ სეზონში კიდევ 10 გოლის გატანა დარჩა – ასეთ შემთხვევაში ბოლო ექვსი სეზონიდან თითოეულში მის ანგარიშზე 50+ გოლი იქნება.
2010/11 = 53
2011/12 = 60
2012/13 = 55
2013/14 = 51
2014/15 = 61
2015/16 = 40