კრიშტიანო რონალდოს კორონავირუსი დაუდგინდა ესპანეთთან და საფრანგეთთან ჩატარებული მატჩების შემდეგ.
ამრიგად, ის პორტუგალიის ნაკრებს ერთა ლიგაზე შვედეთის წინააღმდეგ მატჩში ვეღარ დაეხმარება. ამის შესახებ პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის საიტი წერს.
კორონავირუსზე გეგმური ტესტირებისას რონალდოს ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა.
დაავადება მსოფლიო ფეხბურთის სუპერვარსკვლავისთვის სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს. ფეხბურთელი კარანტინში მოათავსეს.
დანარჩენ ფეხბურთელებს უარყოფითი შედეგი დაუფიქსირდათ და განაგრძობენ მატჩისთვის მზადებას.
საინტერესოა, რომ რონალდოს კორონა თანაგუნდელებთან ერთობლივი სადილის შემდეგ აღმოუჩინეს, რომლის ფოტოსაც აქვე ხედავთ.