მილანის ქუჩაში კრიშტიანო რონალდოს გამოსახულებით ორაზროვანი გრაფიტი გამოჩნდა. მილანის ერთ-ერთი შენობის კედელზე გამოსახულ ”იუვენტუსისა” და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ვარსკვლავს ცისარტყელას ფერებში გაფორმებული ტრუსი აცვია, ცისარტყელა კი ლგბტ თემის ოფიციალური სიმბოლოა. ავტორმა ნახატს ”რონალდოს საიდუმლო” უწოდა.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ 33 წლის ფეხბურთელმა ცოლობა სთხოვა თავის მეგობარ ქალს, ჯორჯინა როდრიგესს, რომელსაც კრიშტიანო 2016 წლიდან ხვდება. წყვილს ერთი საერთო შვილი ჰყავს.