LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდოს სულ გააქვს: ინგლისელების წარმატება და ჩემპიონთა ლიგის ახალი რეკორდები

111

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დასრულდა და რამდენიმე რეკორდიც დამყარდა.

კრიშტიანო რონალდოს ახალი რეკორდი – პორტუგალიელმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ჯგუფურ ეტაპზე ექვსივე შეხვედრაში შეძლო გოლის გატანა. უცნაურია, რომ ეს აქამდე არ მომხდარა, მაგრამ ფაქტია, რომ ამის გაკეთება პირველად სწორედ პორტუგალიელმა შეძლო.

მიმდინარე სეზონის ჯგუფური ეტაპი – ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე შედეგიანია. წელს ჯგუფურ ეტაპზე სარეკორდო რაოდენობის – 306 გოლი გავიდა. ეს იმას ნიშნავს, რომ თამაშში საშუალოდ 3 გოლი გადიოდა.

ყველაზე მეტი გოლი ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ჯგუფურ ეტაპზე პსჟ-მ გაიტანა (25 გოლი). მეორე ადგილს ამ მაჩვენებლით ”ლივერპული” იკავებს (23 გოლი). ორივე შედეგი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესოა. აქამდე რეკორდი დორტმუნდის ”ბორუსიას” ეკუთვნოდა, რომელმაც 2016/17 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპი 21 გატანილი გოლით დაასრულა.

პირველად ისტორიაში, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ერთი ქვეყნის 5 გუნდი იასპარეზებს, თანაც ინგლისის პრემიერლიგის 5 გუნდიდან, ”ჩელსის” გარდა, ყველამ შეძლო თავისი ჯგუფის მოგება. ”მანჩესტერმა”, ”ლივერპულმა”, ”ტოტენჰემმა” და ”მანჩესტერ სიტიმ” ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილებზე დაასრულეს.

უკვე 11 წელია, რაც 4 ინგლისური გუნდს ჯგუფში პირველი ადგილი არ დაუკავებია.

ლეო მესისა და კრიშტიანო რონალდოს ჩემპიონთა ლიგაზე თანაბარი რაოდენობის – 7-7 ჰეთთრიკი აქვთ შესრულებული.

ყველაზე მეტი მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე იკერ კასილასს აქვს ჩატარებული – 166. მეორე ადგილზე ამ მაჩვენებლით ხავია (151 მატჩი), მესამეზე კი რონალდო (146 მატჩი).

ჩემპიონთა ლიგის ფინალში ჰეთთრიკი მხოლოდ დი სტეფანოს, პუშკაშს და პრატის აქვთ შესრულებული.

ჩემპიონთა ლიგის ყველაზე სწრაფი ჰეთთრიკის ავტორი ბაფეტიმბი გომისია. ფორვარდმა 2011 წელს ზაგრების დინამოს 7 წუთში სამი გოლი გაუტანა.
ტურნირზე პენტა-თრიკი მხოლოდ ლიონელ მესის და ლუის ადრიანოს აქვთ შესრულებული.

ალფრედო დი სტეფანომ გოლის გატანა ევროთასების 5 ფინალში შეძლო.

ალფრედო დი სტეფანოსა და ფერენც პუშკაშის ანგარიშზე ჩემპიონთა ლიგის ფინალში გატანილი 7-7 გოლია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g