”რონიკოში” სპეციალური საგაზაფხულო აქცია ამოქმედდა. მაღაზია მომხმარებელს 20%-დან 70%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს მსოფლიოს ისეთ ცნობილ ბრენდებზე, როგორებიცაა: Prada, Dolce&Gabbana, MiuMiu, Giorgio Armani, Versace, Zegna, Dsquared, Diesel და სხვა.
როგორც ”რონიკოს” მარკეტინგის მენეჯერმა ლედი ანთიძემ ”ფორტუნა პლუსს” განუცხადა, მაღაზიაში წარმოდგენილია უახლესი კოლექციები, ლიმიტირებული მოდელები და ექსკლუზიური ბრენდები.
”Ray-Ban გვაოცებს ინოვაციური ფორმებითა და ფერების მრავალფეროვნებით, ის ყოველთვის მოთხოვნადი და აქტუალურია. რაც შეეხება Dolce&Gabbana-ს, წელს განსაკუთრებულად ხალისიანი და “ყვავილოვანი” კოლექციითაა წარმოდგენილი. MiuMiu – როგორც ყოველთვის ექსტრავაგანტულია. სულ მალე კი ქსელში იქნება Versace-ს უახლესი მოდელი, რომელიც გულგრილს ვერ დატოვებს სარკისებური ლინზების მოყვარულებს. ასევე საგანგებოდ მამაკაცებისთვისაა განკუთვნილი Chopard-ის ახალი კოლექცია, ხოლო Dsquared-ის მოყვარულებს ვთავაზობთ უნივერსალურ მოდელებს ”,- აღნიშნა ანთიძემ.
მისივე ინფორმაციით, კომპანიამ წელს კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა ასორტიმენტი და ბაზარზე შემოიტანა ისეთი ახალი, მაღალი კლასის იტალიური ბრენდები, როგორებიცაა: Glassing და Tod’s
”რაც შეეხება მოდის ტენდენციებსა და მოთხოვნას საზოგადოებაში, 2016 წლის გაზაფხული-ზაფხულისთვის ყველაზე აქტუალური ფორმა გახლავთ „მრგვალი“, ასევე მოდური და ტენდენციურია „Cat eye“. ხოლო ლინზებს შორის, „გარდამავალი“ და „სარკისებური“, ასევე, სხვადასხვა შეფერილობის, ფერადი ლინზები ლიდერობს”,- განაცხადა ”რონიკოს” მარკეტინგის მენეჯერმა.
მომხმარებელს დეტალური ინფორმაციის მიღება მიმდინარე აქციის შესახებ „რონიკოს“ facebook-ის ოფიციალური გვერდის საშუალებით შეუძლია ( www.facebook.com/ronikooptics,)