LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”რონიუს პუნქტუა” – ბაზარზე საათების ქართული ბრენდი გამოჩნდა!

3816

,,რონიუს პუნქტუა” – ბაზარზე საათების ქართული ბრენდი გამოჩნდა. საათების დიზაინი  კომპანია “რონიუსის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და ცნობილმა ქართველმა ინდუსტრიულმა დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ შექმნა, რომელსაც ამ მიმართულებით მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.  ზვიად ციკოლია თანამშრომლობდა ისეთ ცნობილ, საერთაშორისო ბრენდებთან, როგორებიცაა, მაგალითად, ,,ბუგატი” და ,,პეჟო’’. გარდა ამისა, ზვიად ციკოლიას უკვე შექმნილი აქვს Tsikolia Watches-ის კოლექცია, რომელიც წარმატებით იყიდება ადგილობრივ და  საერთაშორისო ბაზარზე.

saati

რაც შეეხება ,,რონიუს პუნქტუა”-ს საათებს, ისინი შექმნილია იაპონური კვარცის მექანიზმის ბაზაზე, ჰონგ-კონგში მზადდება და  გამოირჩევა მაღალი ხარისხით. “საათი ძალიან კომფორტულია სატარებლად,  არის  ულტრა მსუბუქი და რაც მთავარია მას გამორჩეულს ხდის ზვიად ციკოლიას ორიგინალური დიზაინი. ,,რონიუს პუნქტუას” საათების არჩევანი ფერების მიხედვით ძალიან დიდია, რაც სასიამოვნოს ხდის მომხმარებლისთვის მათთვის საყვარელი მოდელის არჩევანის პროცესს”, – განაცხადეს კომპანიაში.

რაც შეეხება რეალიზაციას, ამ ეტაპზე ძირითადად ის საქართველოში ხორციელდება და მსურველს მისი შეძენის შესაძლებლობა ინტერნეტ მაღაზია www.wishlist.ge-ზე, ასევე საათების მაღაზიათა ქსელ ,,GMT’’-ის პეკინისა და ,,ისთ ფოინთის” ფილიალებში აქვს. ახლო მომავალში კი საათები ,,GMT’’-ის „გლდანი მოლის“ ფილიალშიც გაიყიდება.  საათების გასაყიდი  ფასებია  230 და  255 ლარი.

saaTi1

როგორც კომპანიაში განმარტეს, სამომავლოდ  ასევე აპირებენ  ექსპორტის განხორციელებას და უკვე მიაღწიეს  შეთანხმებას ერთ-ერთ აზერბაიჯანულ კომპანიასთან, რომელთან ერთადაც იგეგმება პროდუქციის შეტანა აზერბაიჯანულ ბაზარზე.

ცნობისათვის, შპს ,,რონიუსი” 2015 წლის ბოლოს დაარსდა და მომხმარებელს საათების ახალ კოლექციებს ზვიად ციკოლიას დიზაინით უახლოეს პერიოდშიც  შესთავაზებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g