LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როსტომ ჩხეიძე, ნატო ჩხეიძე და ნიკა მაჭუტაძე ფრაქციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ტოვებენ

156
fot (2)

დეპუტატები, როსტომ ჩხეიძე, ნატო ჩხეიძე და ნიკა მაჭუტაძე ფრაქციას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ ტოვებენ. ამის შესახებ დეპუტატმა, ნიკა მაჭუტაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გავრცელებული ინფორმაცია, „ქართულ ოცნებასთან“ გარიგების შესახებ, არის ტყუილი.

„დეპუტატები – როსტომ ჩხეიძე, ნატო ჩხეიძე და მე, ნიკა მაჭუტაძე, რომლებიც საქართველოს პარლამენტში არჩეული ვართ მოძრაობა “სახელმწიფო ხალხისთვის” პარტიული სიით, ვაცხადებთ, რომ ვტოვებთ ფრაქციას სახელწოდებით, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“. აქვე ვადასტურებთ, რომ ჩვენ დღევანდელ გადაწყვეტილებას სრულად ვიზიარებთ და მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები დამალვაზე საუბრობდნენ, რასაკვირველია უარვყოფთ და ვაცხადებთ, რომ ჩვენ არსად ვიმალებით.

ზოგიერთი ტელევიზიის მხრიდან საუბარი იყო გარიგებაზე. ეს არის უსინდისო ტყუილი. როსტომ ჩხეიძე, ნატო ჩხეიძე და ნიკა მაჭუტაძე არავის გარიგებია. „ქართულ ოცნებასთან“ კომუნიკაცია არ გვქონია. „ქართულ ოცნებასთან“ არ გვქონია შეხვედრა. „ქართულ ოცნებასთან“ არ გვქონია სატელეფონო ზარი. ჩვენ არაფერი გვაკავშირებს „კლანთან“. იმ „კლანთან“, რომელიც იუსტიციის საბჭოში ძალიან მტკიცედ არის ჩამჯდარი.

ჩვენ კატეგორიულად ვემიჯნებით იმ სასამართლო „კლანს“, რომელიც ქვეყნის სასამართლო სისტემაში არსებობს“,- განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.

ინფორმაციისთვის, დღეს დეპუტატებმა პლენარულ სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე 5 წევრიდან მხოლოდ 3 წევრის ტრისტან ბენაშვილის, გიორგი გზობავასა და ზურაბ გურასპაშვილის არჩევა შეძლეს.

კანდიდატების კენჭისყრის პროცესში პარლამენტის სხდომათა დარბაზი ოპოზიციამ მას შემდეგ დატოვა, რაც არამოსამართლე წევრების არჩევისთვის საჭირო 90 ხმის მოსაგროვებლად მმართველ გუნდთან ერთად, კანდიდატებს ხმა ფარული კენჭისყრისას ოპოზიციონერმა დეპუტატებმაც მისცეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g