LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როზალის” წარმოებული ჩირი უკვე გაყიდვაშია

248

„როზალის” წარმოებული ჩირი უკვე გაყიდვაშია. კომპანიამ ასორტიმენტი გააფართოვა და არსებულ პროდუქციას შოკოლადში ამოვლებული ოთხი სახეობის ჩირი დაუმატა.

როგორც კომპანია ,,ჩოქო სვისის’’დირექტორის მოადგილემ პაპუნა ძაძამიამ ,,ფორტუნას’’ განუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ბელგიური ,,როზალის’’ პროდუქცია 30%-ით გაძვირდა, ღირებულების ზრდა რეალიზაციაზე არ ასახულა, რადგან ამ პროდუქციას საქართველოში თავისი მომხარებელი ყავს.

ძაძამიას თქმით, მოსავლის სიმცირემ და დოლარის კურსის ცვლილებამ პროდუქცია ბელგიაში გააძვირა, რაც ქართულ ბაზარზეც აისახა. ფასების კორექტირების შემდეგ 1 კილოგრამი შოკოლადის ღირებულებამ 56 ლარს მიაღწია.რაც შეეხება შეფუთვებს, აქ ფასები 20-ლარიდან იწყება.

,,ჩოქო ვისი’’ ,,როზალის’’ ბრენდით 5 სახეობის შოკოლადს აწარმოებს. „როზალის” ერთი მაღაზია ფალიაშვილის ქუჩაზე აქვს და ამ ეტაპზე გაფართოებაზე არ ფიქრობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები