LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

RT – რუსეთმა ერეკლე გეწაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა

128
ერეკლე გეწაძე

რუსული დროშის “შეურაცხყოფისთვის” მუსიკოს ერეკლე გეწაძის წინააღმდეგ რუსეთმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო გამოცემა RT ავრცელებს.

კერძოდ, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ “რუსეთის მამების საბჭოს” თავმჯდომარემ ანდრეი ზგონნიკოვმა, რომელმაც რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა, RT-ის შეატყობინა, რომ სისხლის სამართლის საქმე “რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფისთვის” იქნა აღძრული.

ცნობისთვის, ქართველმა მომღერალმა ერეკლე გეწაძემ Tbilisi Open Air-ის ფესტივალზე მიმდინარე კონცერტის დროს წარმოადგინა პერფორმანსი რუსეთის დროშის გამოყენებით, რაც რუსულმა მედიამ და Telegram-ის არხებმა „რუსული სამფეროვანი დროშის შეურაცხყოფად“ შეაფასეს.

მამუკა მდინარაძე Tbilisi Open Air-ზე მომხდარ ინციდენტზე: „სხვა ვერაფერი მოახერხეთ „ნაცურმა“ ფლანგმა და ამ მდაბიო პროვოკაციით ცდილობთ, რაღაც გამოიწვიოთ – ასეთ საკითხებზე გამოძიება არ თანამშრომლობს ოკუპანტი ქვეყნის გამოძიებასთან“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g