LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუბიკის კუბის „მონა ლიზას“ ნებისმიერი იყიდის (ფოტო)

360
b00c4cb8e3b5447ba1ca7752b8d12f8a

24 თებერვალს, პარიზში ლეონარდო და ვინჩის გამოფენა დასრულდება, თუმცა ერთი დღით ადრე, მსურველები „მონა ლიზას“ პორტრეტის შეძენას შეძლებენ.
საუბარია 330 რუბიკის კუბისგან შექმნილ პორტრეტზე, რომელიც ფრანგმა სტრიტ-არტისტმა 2005 წელს შექმნა და ის ლეონარდო და ვინჩის „მონა ლიზას“ იდენტურია.

„რუბიკის მონა ლიზას“ ავტორი, ცნობილია ფსევდონიმით „დამპყრობელი“. კარიერის საწყის ეტაპზე ის ქუჩის მხატვრობით იყო გატაცებული, 2004 წელს კი, საკუთარ ნამუშევრებში რუბიკის კუბებისგამოყენება გადაწყვიტა.
აუქციონის წარმომადგენელთა თქმით, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ხელოვანმა ნამუშევრის შესაქმნელად სათამაშო გამოიყენა. ამ მიმდინარეობას „რუბიკკუბიზმი“ უწოდეს.

„რუბიკის მონა ლიზა“ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ნახატის ახლებურად დანახვის შესაძლებლობად, თანამედროვე ხედვად აღიარეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები