LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუხის სანერგე მეურნეობაში ბზის დაკალმება აგვისტოში დაიწყება

607

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში ბზის საბაზისო სანერგის მოსაწყობად ემზადებიან. სანერგე შესაბამისი ტექნიკით უკვე აღიჭურვა.

გარემოს დაცვის სამინისტროს ეროვნული ტყის სააგენტოს ინიცირებით შემუშავებულ კოლხური ბზის გადარჩენის ეროვნული რეაგირების მრავალწლიანი გეგმა ბიოლოგებს, პერსონალს, ვინც დაკალმების პროცესში ჩაერთვება, სკოლების წარმომადგენლებს გააცნეს. მათთან შეხვედრაზე განიხილეს ასევე, თუ როგორ ხდება დაკალმება, რა ვითარებაა ზოგადად ქვეყანაში, მათ შორის სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში ამ მარადმწვანე მცენარესთან დაკავშირებით. გეგმის ნაწილს წარმოადგენს სწორედ რუხში შესაბამისი სანერგის მოწყობა, სადაც ბზის ნერგი დაკალმებით გამრავლდება და შემდგომ გაავრცელებენ განადგურებული, დაზიანებული კორომების შესავსებად.

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ნათია იორდანიშვილის განცხადებით, მრავალწლიანი გეგმის განხორციელებაში სხვადასხვა უწყებაა ჩართული, მათ შორის გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ადგილობრივი თვითმმართველობა, რათა ერთობლივი ძალისხმევით ებრძოლონ მავნებლებს, პარალელურად კორომების აღდგენის და კონსერვაციის ღონისძიებებს მიმართონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g