LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რულოვსი: მიშას ოდესიდან სოლოლაკამდე გვირაბის გათხრაც რომ დასჭირდეს, ამას გააკეთებს

62

სანდრა რულოვსი ამბობს, რომ თუ მიშას ოდესიდან სოლოლაკამდე გვირაბის გათხრა დასჭირდება, ამას გააკეთებს და „ქართველ ხალხთან ერთად იზეიმებს გამარჯვებას.

”მიშა იძახის, რომ სანდრა ეს მე ვარ. ძალიან ვცდილობ, რომ პოლიტიკოსობა ვისწავლო, მაგრამ რა თქმა უნდა, ჯერ ძალიან შორს ვარ მისი ნიჭისგან და ხედვისგან. მან ყოველთვის წინასწარ იცის, რა უნდა მოხდეს და ეს მართლდება. ის აქ იქნება, ჩვენთან ერთად, რომ გამარჯვება იზეიმოს. ოდესიდან სოლოლაკამდე გვირაბის გათხრაც რომ დასჭირდეს, ის ამას გააკეთებს და ჩვენთან ერთად იქნება”.

„ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მაჟორიტარი კანდიდატის თქმით, პარტიის მხარდამჭერების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და მოწინააღმდეგეების სულაც არ ეშინია.

 

„მითხრეს, რომ გამოაგზავნიან ”ბეტეერ” ქალებს და თმებით გითრევენო – ველოდები ამ ქალებს. ზუსტად დღეს გავისწორე თმა, რომ უფრო ადვილი იყოს… ჩვენ ბევრნი ვართ და ვერავინ მოგვერევა”.

magti 5g