LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რულოვსი: საპროტესტო ტალღა უნდა დაიწყოს ზუგდიდიდან და დამთავრდეს ივანიშვილის სასახლესთან

177
59674316_2320991334611190_1626000070518243328_n

გადავწყვიტეთ გუშინდელი ე.წ. არჩევნების ჩატარების შემდეგ, რომ საპროტესტო ტალღა უნდა დაიწყოს ზუგდიდიდან და გაგრძელდება მთელ ქვეყანაში და მთაწმინდაზე, შუშის სასახლესთან დამთავრდება, ივანიშვილის სახლთან, – ამის შესახებ სანდრა რულოვსმა, გაერთიანებულ ოპოზიციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანა უნდა დატოვოს.

„ჩვენ მოვითხოვთ ივანიშვილის ქვეყნიდან წასვლას, მან უნდ დაგვანებოს თავი, იმიტომ, რომ მისი ქმედებები და ე.წ. მმართველობა არის ყველასთვის ყველანაირ ზღვარს გადასული. ჩვენ ივანიშვილს აღარ უნდა ჩავატარებინოთ არჩევნები. ამიტომ ჩვენ ყველანი უნდა დავირაზმოთ, მთელი ქვეყნის მასშტაბით. არ დავტოვებ არცერთ ქუჩასა და უბანს, სოფელს და ქალაქს – ყველანი ერთად ხელიხელჩაკიდებული უნდა მივიდეთ თბილისამდე და უნდა მოვიშოროთ ივანიშვილი ამ ქვეყნიდან.

ეს საპროტესტო ტალღა უკვე დაწყებულია, ჩამოვყალიბდებით რომელი რეგიონებიდან დავიწყებთ, მაგრამ ყველგან ვიქნებით და ხალხის ძალას ვაჩვენებთ ივანიშვილს, იმიტომ, რომ არჩევნები ამ ქვეყანაში არ ტარდება. ” – თქვა სანდრა რულოვსმა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ხუთივე მუნიციპალიტეტში, სადაც მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართა, ქართული ოცნების კანდიდატმა პირველივე ტურში გაიმარჯვა.

რაც შეეხება ზუგდიდში მიღებულ შედეგებს, ქართული ოცნების კანდიდატმა გიორგი შენგელიამ ამომრჩეველთა ხმების 54.18%, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა  სანდრა რულოვსმა კი 42.84% მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g