LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუმინეთში, გრაფი დრაკულას სასახლეში ვაქცინაცია მიმდინარეობს

135
დრაკულა 44

რუმინეთში ვაქცინაცია მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და საშიში ვაპირის, გრაფი დრაკულას სასახლეში მიმდინარეობს.

ვაქცინაციის გასაკეთებლად ციხესიმაგრეში მისულ ადამიანებს უცნაური ბანერი ხვდებათ, სადაც ეშვების მაგივრად ვაქცინაციისთის გამზადებული ნემსებია ასახული. 

 

 

თუმცა ერთგვარი პერფომანსი, ვაქცნაცის მსურველეს არ აშინებთ.

„ფაიზერით“ აცრის მსურველი დრაკულას ციხესიმაგრეში უამრავია.

თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მათთვის სასახლის დათვალიერება უფასოდ არაა ნებადართული.

ცნობისთვის, სასახლე რუმინეთის ჩრდილო-დასავლეთით, ტრანსილვანიაში, პატარა ქალაქ ბრაშოვთან ახლოს მდებარეობს. ლეგენდის თანახმად, ის თავად გრაფი დრაკულას რეზიდენცია იყო.

შენობაში არის ბევრი დერეფანი, ერთმანეთში გამავალი დიდი დარბაზები და პატარა ოთახები, რომლებიც, ფაქტობრივად, ამოუხსნელ ლაბირინთს ქმნიან. სასახლეში, ასევე არის ძველი ჭა, რომელიც, ლეგენდის თანახმად, შენობის სარდაფში ერთადერთი საიდუმლო შესასვლელი იყო.

დრაკულას რეზიდენციის შემაძრწუნებელი საიდუმლო რუმინეთის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g