LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუმინეთში ჰაერს „ჭკვიანი ხეებით“ გაასუფთავებენ

127
de-citytree-carroussel-890x425-ingolstadt

რუმინეთში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ე.წ. „ქალაქის ხეებს“ გააშენებენ. ჭკვიანი მოწყობილობა ჰაერის ხარისხს საგრძნობლად გააუმჯობესებს.

City Tree ანუ იგივე „ქალაქის ხე“ – ეს არის მაღალტექნოლოგიური ფილტრი, რომელიც ხელოვნური უჯრედების დახმარებით ჰაერს წმენდს და მტვრის ნაწილაკებისგან ფილტრავს. ეს ფილტრები კვადრატული ფორმის მოდულზეა განთავსებული.  მოდულის ზომა 3/3 მეტრია და თითოეული მოწყობილობის ფეხებთან სკამებია დამონტაჟებული.

ერთ „ჭკვიან ხეს“ ერთი საათის განმავლობაში იმდენი ჰაერის გაწმენდა შეუძლია, რამდენიც 7 ათასი ადამიანისთვის სრულებით საკმარისი იქნება. გარდა ამისა, ხე ქალაქის ხმაურსაც ახშობს და ზაფხულობით ტემპერატურის 2,5 გრადუსით გაგრილება შეუძლია.

მსგავსი ტექნოლოგია უკვე ბევრ ევროპულ ქალაქში მოქმედებს, მაგალითად ბერლინში სადაც სისტემის მეტი ეფექტურობისთვის შეიქმნა სპეციალური პროგრამა, რომელიც მოდულის მუშაობას რეალურ დროში გააკონტროლებს. გარდა ამისა, პროგრამის ალგორითმი არჩევს საუკეთესო ადგილს, სადაც ხის მუშაობა ყველაზე ეფექტური იქნება.

აღსანიშნავია, რომ ევროპის დიდ ნაწილში მიკროკლიმატს როგორც წესი, ცოცხალი ხეების დარგვით აუმჯობესებენ. მაგალითად, მილანში 2030 წლამდე 3 მილიონი ხის დარგვა უნდა მოასწრონ. ლიონში და მიუნხენში კი მწვანე ზონების გაფართოებას საავტომობილო გზების შემცირების ხარჯზე იწყებენ.

რაც შეეხება რუმინეთს, ქალაქ იაშის ტერიტორიაზე დასაწყისისთვის 10 მოდულის დამონტაჟება იგეგმება, მომავალში კი მათი რაოდენობა აუცილებლად გაიზრდება.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g