LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუმინულ ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო გახდა

61
ruminetitransporty

რუმინულ ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყოველ პარასკევს უფასო გახდება. ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ კლუჟში „მწვანე პარასკევის“ კამპანია დაიწყო. ამიერიდან კვირის ბოლოსთვის ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდება უფასო იქნება. ამ გზით ხელისუფლებას იმ ადამიანების წახალისება სურს, ვინც მზადაა რომ სამსახურში პირადი ავტომობილით არ იაროს.

გარდა ამისა, ქალაქში ველო–ინფრასტრუქტურის განვითარება და ავტობუსების ელექტრობუსებით ჩანაცვლებაც იგეგმება. ხელისუფლება ელექტრომობილებისა და ელექტროსკუტერებისთვის  უფრო მეტი დასამუხტი სადგურის მოწყობასაც აპირებს. 2030 წლისთვის კი საზოგადოებრივი ტრანსპორტი სრულად ეკოლოგიური გახდება და ატმოსფეროს საერთოდ არ დააბინძურებს.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის საფასური სხვა ევროპულ ქალაქებშიც გააუქმეს, მიზეზი – ჰაერის დაბინძურების შემცირება, კლიმატის ცვლილებასთან და საცობებთან ბრძოლაა.

მაგალითად, პრაღაში ავტობუსი და მეტრო უფასოა იმ დღეებში როდესაც ქალაქში ნისლია. პარიზში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო გახდა 18 წლამდე ბავშვებისთვის, ბრიუსელში კი მგზავრობა უფასო 25 წლამდე ახალგაზრდებისთვისაა. ხოლო ლუქსემბურგმა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადასახადი აბსოლუტურად ყველასთვის გააუქმა.

რაც შეეხება თავად კლუჟს, ქალაქს მსგავსი ექსპერიმენტი გასულ წელსაც ჰქონდა.  სპორტის კვირეულის ფარგლებში, უფასო ბილეთის მისაღებად 20 ჩაჯდომის გაკეთება იყო საჭირო. თუმცა, მაშინ ეს აქცია არა სუფთა ჰაერს არამედ ცხოვრების ჯანსაღ წესს ეძღვნებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები