LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუს რეჟისორს ნიკიტა მიხალკოვს უკრაინაში დაუსწრებლად წარუდგინეს ბრალი

2723
ნიკიტა მიხალკოვი

რუს რეჟისორს ნიკიტა მიხალკოვს უკრაინაში დაუსწრებლად წარუდგინეს ბრალი. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურორი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

როგორც ირინა ვენედიქტოვა წერს, მიხალკოვი ეჭვმიტანილია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაში რუსეთის „სამხედრო სპეცოპერაციის“ მხარდამჭერი განცხადებების გამო.

მისივე განცხადებით, დაწყებულია პროცედურები მიხალკოვის საერთაშორისო ძებნილად გამოცხადებისთვის.