LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსა შელია: „ამ ქართველმა გვთხოვა, მისი სახელი არ გვეხსენებინა… მან ჩემი ოპერატორი პირდაპირ სიკვდილს გამოჰგლიჯა ხელიდან…“

1011
rusa-shelia

„იმედის“ ჟურნალისტი, რუსა შელია ოპერატორ გოგა წულაიასთან ერთად უკრაინაში იმყოფებოდა, საიდანაც რეპორტაჟების სერია მოამზადა.

რუსა „თბილისელებთან“ იხსენებს იმ ქართველს, რომელმაც მისი ოპერატორი სიკვდილს გადაარჩინა:

„ამ ქართველმა მოკრძალებით გვთხოვა, მისი სახელი და გვარი არ გვეხსენებინა. მას აუცილებლად შევხვდები, როცა ეს ყველაფერი დამთავრდება, მე და ჩემი ოპერატორი აუცილებლად ჩავალთ მიკოლაევში და მას და მის ოჯახს კიდევ ერთხელ, პირადად გადავუხდით მადლობას. ახლა დეტალების მოყოლა არ შემიძლია, მაგრამ ჩვენ ბევრი მძიმე სიტუაცია გვქონდა. ამ ადამიანმა ჩემი ოპერატორი პირდაპირი გაგებით სიკვდილს გამოჰგლიჯა ხელიდან. მას იქ ცოლ-შვილი ჰყავს. თავშესაფარში ჩაუშვებდა ხოლმე და ჩვენთან ერთად დადიოდა  რომ როგორმე მოსალოდნელი საფრთხე აერიდებინა და თუ ეს შეუძლებელი იქნებოდა, უბრალოდ, ჩვენ გვერდით ყოფილიყო. მართლაც, ისეთ საფრთხეს გამოგვგლიჯა ხელიდან, რომ ამისთვის შესაფერის მადლობას ვერასდროს გადავუხდით…“

„იმედის“ ჟურნალისტმა და ოპერატორმა მიკოლაევიდან გააღწიეს: „ოდესის გზაზე ვარ. დაბომბვის ხმები აქაც აღწევს…“

“იმედის” ჟურნალისტი: “ნუთუ მართლა ვინმეს გჯერათ, რომ პუტინის გამარჯვებაზე ვფიქრობდი და ვფიქრობ?… ბოლო 14 დღეა პირდაპირი ეთერით რუსეთს ოკუპანტს ვეძახი…”