ოპერატიული სარდლობა „სამხრეთის“ ცნობით, რუსები მიკოლაევს ირანული ე.წ. „კამიკაძე-დრონებით“ დაესხნენ თავს. მათივე ცნობით, დაზიანებულია სამრეწველო ინფრასტრუქტურის ობიექტები და ფარმაცევტული საწყობი.
მათივე ცნობით, უკრაინელებმა 11 დრონი ჩამოაგდეს.
„საოლქო ცენტრში სამმა დრონმა სამრეწველო ინფრასტრუქტურის ობიექტებს და ფარმაცევტულ საწყობს დაარტყა. შემთხვევის ადგილზე მაშველები ხანძარს ებრძვიან“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.