LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსები საქართველოში დაბრუნდებიან

837
DSC6022-1024x683

ბოლო ავიარეისები რუსეთსა და საქართველოს შორის. ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლა შეწყდა. მაგრამ ქართულ მთებთან, ღვინოსთან და ატმოსფეროსთან დამშვიდობებას რუსები არ ჩქარობენ და პირდებიან, რომ დაბრუნდებიან – თუ პირდაპირი გზით არა, ავტობუსით ან თვითმფრინავით გადაჯდომით.

ამის შესახებ „ევრონიუსი“ წერს და პატარა ვიდეოსიუჟეტიც გააკეთა.

„აქ პირველად ვართ. ძალიან მოგვეწონა. უკვე ვფიქრობთ, როდის დავბრუნდეთ. ვიყავით ბათუმში, თბილისში. ყველგან ძალიან სასიამოვნოა, სტუმართმოყვარეობაა. ვისურვებდით, რომ ეს პოლიტიკური სიტუაცია უბრალო ადამიანებს არ გვეხებოდეს“.

რუსი ტურისტი გოგონა

 

როდესაც პუტინმა ავიაკომპანიებს აუკრძალა რუსეთის მოქალაქეების საქართველოში გადაყვანა, აქ (საქართველოში) 7 ათასამდე ორგანიზებული და დაახლოებით 20 ათასი დამოუკიდებელი ტურისტი იმყოფებოდა.

„ჩემი პირველი რეაქცია – აღშფოთებული ვარ რუსული მხრის გამო. მოგვიწია აეროპორტში მისვლა, ბილეთის გადაცვლა, მაგრამ არა იმიტომ, რომ საქართველოდან გვაგდებენ, არამედ ჩვენი ქვეყანა გვიქმნის პრობლემას. რა თქმა უნდა, აქ განიცდიან, რომ ნაკლები ტურისტი იქნება“, – ამბობს კიდევ ერთი ტურისტი რუსეთიდან.

ამავე დროს საქართველოში არ ცხრება ანტირუსული მიტინგები. თბილისის ცენტრში შეკრებილი ათასობით ადამიანი ითხოვს შსს მინისტრის გადადგომას 20 ივნისის ღამეს მიტინგის დარბევის გამო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g