LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსები საქართველოში ფულის დასახარჯად კი არა, გასაკეთებლად უფრო არიან, საერთოდ არ ეკარებიან ქართველების სივრცეებს – კლუბი „მტკვარზე“ თანადამფუძნებელი

237
ghamis-klubebi_w_h

„რუსები საქართველოში ფულის დასახარჯად კი არა, გასაკეთებლად უფრო არიან“, – ამის შესახებ ზაფხულის სეზონის მოლოდინებზე საუბრისას, „ბიზნესპარტნიორთან“ კლუბი „მტკვარზე“ თანადამფუძნებელი ქეთა გაბუნია აცხადებს. ის ამბობს, რომ წელს არ არის ტურისტული სეზონი.

„ესენი თავიანთ ბიზნესებს ამუშავებენ, გახსნეს თავიანთი მაღაზიები, კაფეები, ბარები და საერთოდ არ ეკარებიან ქართველების სივრცეებს. მით უმეტეს, ისეთ ადგილებს სადაც ოდნავ მაინც შეინიშნება უკრაინისადმი მხარდაჭერა,“ – აცხადებს გაბუნია „ბიზნესპარტნიორთან“.

ცნობისთვის, კლუბი “მტკვარზე” ობიექტი თბილისის გარდა ბათუმშიც გახსნა, თუმცა, როგორც მენეჯმენტი აცხადებს, ზღვისპირა სანაპიროს ობიექტთან დაკავშირებით მოლოდინი არ გამართლდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g