Starbucks ცნობილ კომპანიებს: McDonald’s, Exxon Mobil და British American Tobacco-ს უერთდება და რუსეთის ბაზარს ტოვებს. ინფორმაციას CNBC ავრცელებს.
კომპანიამ ეს გადაწყვეტილება 15 წლიანი ოპერირების შემდეგ მიიღო და 130 ლიცენზირებულ კაფეს რუსეთში უახლოეს პერიოდში დახურავს. მიუხედავად ამისა, Starbucks-ის ოფიციალურ განცხადებაში ასევე წერია, რომ კომპანია 2000 რუს თანამშრომელს მომავალი ექვსი თვის განმავლობაში ანაზღაურებას გადაუხდის.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ფართომასშტაბიანი ომის გამო, Starbucks-მა რუსეთში ბიზნესსაქმიანობა 8 მარტიდან დროებით შეაჩერა, ახლა კი, აგრესორი ქვეყნის ბაზრის დატოვება საბოლოოდ გადაწყვიტა.
შეგახსენებთ, გასულ კვირას ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო McDonald’s-მაც. რუსეთში 30 წლიანი საქმიანობის შემდეგ, სწრაფი კვების რესტორნების უმსხვილესმა ამერიკულმა ქსელმა რუსეთში ბიზნესის გაყიდვის პროცესი დაიწყო.