LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Nokia-ც მიდის: რუსეთში ჩვენი ყოფნის გაგრძელება შეუძლებელი იქნებოდა

85
nokia1

Nokia-მ რუსული ბაზრიდან გასვლის შესახებ ოფიციალურად განაცხადა.

„Nokia-სთვის ცხადი იყო უკრაინაში შეჭრის პირველივე დღიდან, რომ რუსეთში ჩვენი ყოფნის გაგრძელება შეუძლებელი იქნებოდა”, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მათივე ცნობით, ფინური კომპანიისთვის მთავარ პრიორიტეტად თანამშრომლების უსაფრთხოება და კეთილდღეობა რჩება.

Nokia არ ელის, რომ ეს გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს მის ფინანსურ პერსპექტივაზე, რადგან რუსეთი 2021 წელს მისი წმინდა გაყიდვების 2%-ზე ნაკლებს შეადგენდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები