LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სელფი მობაილმა“ Nokia-სთან 4G ქსელის განახლებასა და 5G ქსელის დანერგვაზე მოცულობითი ხელშეკრულება გააფორმა, რაც „სელფის“ მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის ინტერნეტს და დაფარვას უზრუნველყოფს

485
cellfie (2)

„სელფი მობაილმა“, ქართულმა მობილურმა ოპერატორმა, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.45 მლნ მომხმარებელს ემსახურება, დღეს  მსოფლიოს წამყვან ტექნოლოგიურ კომპანია Nokia-სთან ხელი მოაწერა მნიშვნელოვან ხელშეკრულებას, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით 4G ქსელის განახლებასა და 5G ქსელის დანერგვას ეხება. შეთანხმების მიხედვით, Nokia არსებული საბაზო სადგურების მოდერნიზებას და ასევე, ახალი საბაზო სადგურების აშენებას განახორციელებს. ახალი სადგურები უკვე მორგებულია 5G ტექნოლოგიას.

Nokia „სელფის“ მოწყობილობებს მისი ყოვლისმომცველი 5G AirScale პორტფოლიოდან მიაწოდებს, რომელიც ენერგოეფექტური ReefShark System-on-Chip (SoC) ტექნოლოგიითაა აღჭურვილი. აღსანიშნავია ისიც, რომ გარიგება Nokia-ს უახლესი თაობის AirScale Baseband-სა და დისტანციური რადიოს ხელმძღვანელის (RRH) პროდუქტებსა და  Nokia-ს ჭკვიან MantaRay ქსელის მართვის სისტემაზე წვდომას მოიცავს, რაც კომპანიას, AI ფუნქციონალის გამოყენებით, ქსელის კონსოლიდირებული ხედვით და გაუმეჯობესებული მონიტორინგით უზრუნველყოფს. საქართველოში 5G ქსელის აუქციონის დასრულების შემდგომ კი Nokia ახალ 5G (3.5 GHz)  საბაზო სადგურებსაც დანერგავს.

ხსენებული ფართომასშტაბიანი სამუშაოების შედეგად, „სელფის“ მომხმარებლები ისარგებლებენ მაღალი ხარისხის კავშირგაბმულობით, მათ შორის სწრაფი ფართოზოლოვანი სერვისების სრული დაფარვითა და შესაძლებლობებით. სამუშაოების დაწყება უკვე 2023 წლის ნოემბერში იგეგმება.

„უაღრესად მოხარული ვარ გაცნობოთ, ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმების გაფორმების თაობაზე მსოფლიოს წამყვან ტექნოლოგიურ კომპანია Nokia-სთან. ეს გარიგება  უზრუნველყოფს ქსელის ხარისხის მნიშვნელოვან  გაუმჯობესებას, რასაც ჩვენი მომხმარებელი ასე ელოდა. დღეს გაფორმებული ხელშეკრულების შედეგად,  საგრძნობლად გაუმჯობესდება დაფარვის ხარისხი, მომხმარებელს ექნება ინტერნეტის მაღალი სიჩქარე მთელი ქვეყნის მასშტაბით და ქსელის შესაძლებლობები მოერგება დატა ტრაფიკზე მზარდ მოთხოვნას. ეს შეთანხმება ასევე არის მზადება 5G ქსელის განვითარებისთვის. Nokia-სთან ჩვენმა მრავალწლიანმა პარტნიორობამ და კომპანიის ძლიერმა ქსელური აღჭურვილობის პორტფოლიომ, გაგვიადვილა Nokia-სთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე გადაწყვეტილების მიღება“, – განაცხადა ვასილ ბერიშვილმა, „სელფი მობაილის“ გენერალურმა დირექტორმა.

„დღევანდელი დღე არის CBS ჯგუფის დაპირების შესრულების კიდევ ერთი ნათელი მაგალითი. მიმდინარე წლის აპრილში, ახალი ბრენდის წარდგენისას, ჩვენ აღვუთქვით სელფის 1.45 მლნ მომხმარებელს, რომ CBS წელსვე განახორციელებდა ინვესტიციებს სელფის ქსელის მდგრადობის, ხარისხიანობისა და საიმედოობის გაუმჯობესების მიმართულებით. როგორც იცით, ამავე საინვესტიციო სტრატეგიის ფარგლებში, უკვე შედგა ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გარიგება ქართულ ბაზარზე, რომლის შედეგადაც, სელფის სახით, ჩამოყალიბდა სრულად ქართული მობილური ოპერატორი და შეიქმნა სრულიად ახალი, ქართული ბრენდი. ახლა უკვე 5G ტექნოლოგიის სამომავლო განვითარების პერსპექტივით, CBS ჯგუფი, ქვეყანაში საუკეთესო მობილური კავშირის  უზრუნველყოფისთვის, განაგრძობს მუშაობას. მინდა მადლობა ვუთხრა სელფისა და Nokia -ს გუნდებს იმ ერთობლივი წარმატებული ძალისხმევისათვის, რისი შედეგიც დღეს გაფორმებული ხელშეკრულებაა“, – განაცხადა თამარ გახარიამ, CBS ჯგუფის ფინანსურმა დირექტორმა.

„სელფი მობაილი ჩვენთვის მნიშვნელოვანი და დიდი ხნის კლიენტია. ჩვენ ვამაყობთ, რომ შესაძლებლობა გვაქვს კიდევ უფრო გავაღრმავოთ კომპანიასთან გრძელვადიანი პარტნიორობა, როგორც მისი არსებული ქსელის პორტფოლიოს გაუმჯობესებით, ასევე 5G ქსელის დანერგვისთვის საფუძვლის ჩაყრით. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით პროექტის დასრულებას და იმ პოზიტიური შედეგების ნახვას, რაც მას სელფის მომხმარებლებზე ექნება,“ – განაცხადა დემეტრიო რუსსომ, „ნოკიას“ ვიცე-პრეზიდენტმა თურქეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონში.

(R)

###

 

საკონტაქტო ინფორმაცია მედიისთვის:

[email protected]

[email protected]

 

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ სელფის ვებ გვერდს  http://cellfie.ge

ან ჩვენს სოციალურ მედიას:

Facebook

Instagram

YouTube

LinkedIn

 

დამატებითი ინფორმაცია Nokia-ს სერვისების შესახებ:

AirScale Radio Access

Services for Mobile Networks

MantaRay Network Management

Nokia 5G

Network Services Platform (NSP)

Spectrum Bands Explained

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები