რუსებმა დნიპროზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ჭურვის ფრაგმენტები ადგილობრივ ბენზინგასამართ სადგურზე ჩამოვარდა და შედეგად სადგურს ცეცხლი გაუჩნდა.
”ჯერჯერობით ცნობილია სულ მცირე ორი მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვის შესახებ: ერთი მანქანაში, ერთი კი ბენზინგასამართ სადგურთან მდებარე ავტოსამრეცხაოში იმყოფებოდა”, – წერს დნიპროს მერი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.