LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსებმა ფაქტობრივად გაანადგურეს ბახმუტი… ამომწვარ ნანგრევებად აქციეს: ვოლოდიმირ ზელენსკი

186
ზელენსკიიიითაიმი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსმა ოკუპანტებმა ქალაქი ბახმუტი ფაქტობრივად გაანადგურეს.

როგორც მან ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რთული ვითარებაა დონბასში, რამდენიმე საკვანძო მიმართულებაზე. ვოლოდიმირ ზელენსკი მადლობას უხდის ჯარისკაცებსა და ხელმძღვანელებს, რომლებიც ამ მიმართულებებით ფრონტზე იმყოფებიან და მტერში დანაკარგს იწვევენ.

საფრონტო ვითარება ძალიან რთული რჩება დონბასში საკვანძო მიმართულებებზე: ბახმუტი, სოლედარი, მარინკა, კრემენა… ამ რაიონების მიწაზე უკვე დიდი ხანია ცოცხალი ადგილი არაა დარჩენილი, რომელიც ჭურვებითა და ცეცხლით არ იქნებოდა დაზიანებული. ოკუპანტებმა ფაქტობრივად გაანადგურეს ბახმუტი – დონბასის კიდევ ერთი ქალაქი, რომელიც რუსულმა არმიამ ამომწვარ ნანგრევებად აქცია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

magti 5g