უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, რუსებმა ავიაიერიში მიიტანეს კიევთან ახლოს, მაკაროვში მდებარე სახელმწიფო საწარმოზე, რომელიც ამჟამად არ ფუნქციონირებს.
პირველადი ინფორმაციით, საცხობის ტერიტორიაზე ამ დროს 30-მდე ადამიანი იმყოფებოდა, დაღუპულია – 13. საგანგებო სიტუაციების სამსახურებმა ნანგრევებიდან 5 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს.