LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსებმა უკრაინას დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები, მათ შორის ბავშვები

122
დრონებით თავდასხმა

უკრაინული მედია საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ რუსულმა ძალებმა წუხელ უკრაინის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით მასიური თავდასხმა განახორციელეს, არიან დაშავებულები, მათ შორის ბავშვები.

მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად კიევში ნგრევა და ხანძარი სამ რაიონში მოხდა: ობოლონსკის, სვიატოშინსკის და შევჩენკოვსკის რაიონებში. დაშავდა 11 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი.

დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, ელექტროგადამცემი ბოძები და ხაზები, გზის საფარი, ავტომობილები.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ამ დროისთვის ყველა ხანძარი ლიკვიდირებულია, მაშველები კი თავდასხმის შედეგების აღმოფხვრას აგრძელებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g