უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას განცხადებით, „რუსებს არა მოლაპარაკებები, არამედ სისხლი სურთ“. დმიტრო კულება Twitter-ზე წერს, რომ უკრაინის საერთაშორისო პარტნიორებმა რუსეთზე სასანქციო ზეწოლა უნდა გააძლიერონ და დააჩქარონ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება.
რუსეთიდან ოქროს იმპორტი აიკრძალება – ევროკავშირის ელჩებმა სანქციების მეშვიდე პაკეტი დაამტკიცეს
„რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამტკიცებს, რომ რუსეთი უარყოფს დიპლომატიას და ფოკუსირებულია ომსა და ტერორზე. რუსებს სისხლი უნდათ და არა მოლაპარაკებები. მოვუწოდებ ყველა პარტნიორს, გააძლიერონ სასანქციო ზეწოლა რუსეთზე და დააჩქარონ უკრაინისათვის იარაღის მიწოდება“, – აღნიშნა დმიტრო კულებამ.
By confessing dreams to grab more Ukrainian land, Russian Foreign Minister proves that Russia rejects diplomacy and focuses on war and terror. Russians want blood, not talks. I call on all partners to step up sanctions pressure on Russia and speed up arms deliveries to Ukraine.— Dmytro Kuleba (@DmytroKuleba) July 20, 2022