„რუსეთის ფედერაცია აგრძელებს უკრაინის ტერიტორიიდან ბავშვების გატაცებას“, – ამის შესახებ განცხადებას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
როგორც განცხადებაში აღნიშნული, „კვლავ გრძელდება რუსეთის მოქალაქეების მიერ ბავშვების უკანონო გაშვილების მომზადება“.
უკრაინის საგარეო უწყების ცნობითვე, რუსული ჯარების მიერ ოკუპირებული მარიუპოლიდან 1000-ზე მეტი უკრაინელი ბავშვი არალეგალურად ტიუმენში, ირკუტსკში, კემეროვოსა და ალტაის მხარეში გადაიყვანეს.