LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რუსეთის პროპაგანდის ოსტატურად გამეორებით, საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინა ქვეყანაში გადატრიალების მზადებაში დაადანაშაულა – მტერს არ ეძებს იქ, სადაც არის“ – უკრაინის საგარეო უწყება

134
ოლეგ ნიკოლენკო

„რუსეთის პროპაგანდის თეზისების თითქმის ოსტატურად გამეორებით, საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინა საქართველოში გადატრიალების მზადებაში, რუსეთთან ომში ჩათრევაში, სამოქალაქო ომის გასაჩაღებლად ძალების გაგზავნაში დაადანაშაულა. ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ მსგავს ინსინუაციებს, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო რეალობასთან“, – ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ოლეგ ნიკოლენკოს განცხადებაში.

ამავე განცხადების თანახმად, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის ხელმძღვანელობამ უკრაინის მიმართ რიგი არამეგობრული განცხადება გააკეთეს:

„საქართველოს ხელისუფლება მტერს არ ეძებს იქ, სადაც არის. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ქართველი პოლიტიკოსების განცხადებები ვერ შეარყევს უკრაინელი და ქართველი ხალხის მყარ, მეგობრულ ურთიერთობას.

ჩვენ ძალიან ვაფასებთ ქართველების მხარდაჭერას მაშინ, როდესაც უკრაინელები იბრძვიან დამოუკიდებლობისთვის. თავის მხრივ, უკრაინა იყო და დარჩება ქართველი ხალხის მეგობარი, რომელსაც ვუსურვებთ, არ შეჩერდეს ევროპული მომავლის მშენებლობაში.“ – ნათქვამია ოლეგ ნიკოლენკოს განცხადებაში.