LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი აგრძელებს უკრაინის ტერიტორიიდან ბავშვების გატაცებას და მათი უკანონო გაშვილების მომზადებას: უკრაინის საგარეო უწყება

60
უკრაინის საგარეო

„რუსეთის ფედერაცია აგრძელებს უკრაინის ტერიტორიიდან ბავშვების გატაცებას“, – ამის შესახებ განცხადებას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც განცხადებაში აღნიშნული, „კვლავ გრძელდება რუსეთის მოქალაქეების მიერ ბავშვების უკანონო გაშვილების მომზადება“.

უკრაინის საგარეო უწყების ცნობითვე, რუსული ჯარების მიერ ოკუპირებული მარიუპოლიდან 1000-ზე მეტი უკრაინელი ბავშვი არალეგალურად ტიუმენში, ირკუტსკში, კემეროვოსა და ალტაის მხარეში გადაიყვანეს.